ფეხბურთი

13:10 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სონგი კვლავ “ვესტ ჰემში” ითამაშებს

“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი კამერუნელი ფეხბურთელი ალექს სონგი იჯარის წესით კვლავ “ვესტ ჰემში” ითამაშებს. ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა აფრიკელის შესახებ ისაუბრა.

“მან გასული სეზონი წარმატებით ჩაატარა. სონგი მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელიც გუნდის თამაშში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მსურდა კვლავ “ვესტ ჰემში” ეთამაშა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ხორვატმა.

27 წლის სონგი “ბასტიას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2005-2012 წლებში ლონდონის “არსენალის” წევრი იყო. 2012 წელს კი “ბარსელონაში” გადავიდა, თუმცა მოედანზე გასვლა იშვიათად უწევდა. გასული სეზონი კი “ვესტ ჰემში” გაატარა.

0.11249