ფეხბურთი

21:47 | 15.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ “გაბალა” დასაჯა

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს აზერბაიჯანული კლუბი “გაბალა” საკუთარ მოედანზე ვერ გამართავს. უეფას მიერ გამოტანილი სასჯელის მიხედვით “გაბალა” საშინაო არენის ნაცვლად ბაქოში ითამაშებს.

ევროპული ფეხბურთის მართველმა ორგანომ ამგვარი გადაწყვეტილება “გაბალასა” და “დინამო თბილისის” საპასუხო შეხვედრის შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ აღნიშნული მატჩის დროს ადგილობრივი კლუბის გულშემატკივრებმა პოლიტიკური შინაარსის ბანერები გამოფინეს, რომლებიც უეფას დელეგატის მითითებისა და ჩამორთმევის შემდეგ კიდევ ორჯერ დაბრუნდა სტადიონზე. მეორე ტაიმის მიმდინარეობისას სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მყოფმა აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა საქართველოს დროშა დაწვეს, მატჩის შემდეგ კი თბილისელი გულშემატკივრების ავტობუსის მინები ჩაამსხვრიეს. აღნიშნული ფაქტების ფოტო და ვიდეო მასალები საფეხბურთო კლუბმა “დინამომ” უეფას სადისციპლინო ორგანოს გადაუგზავნა.

შეგახსენებთ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალას” მეტოქე სერბული “ჩუკარიჩკი” იქნება.

0.114622