ნაგოიაში მიმდინარე ბაშოზე 4 დღე მიილია, ქართველ სუმოისტებს – ტოჩინოშინს და გაგამარუს კი ერთნაირი ბალანსი აქვთ: 1 მოგება, 3 მარცხი.
დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა პირველი გამარჯვება აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ამინიშიკისთან იზეიმა. გაგამარუმ მეტოქეს კიმედაშით სძლია.
მორიგი მძიმე ბროლა ჰქონდა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს, რომელიც ივლისის სუპერტურნირს აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას ტიტულით შეხვდა. ის იოკოძუნა კაკურიუსთან იორიკირით დამარცხდა.
მე-5 დღეს გაგამარუს მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ჰომარეფუჯი იქნება, ხოლო ტოჩინოშინის პირისპირ ოძეკი კოტოშოგიკუ დადგება.
ამჟამად, ნაგოიას ბაშოს მაქსიმალური შედეგით 7 სეკიტორი ლიდერობს, რომელთა შორის იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ და ოძეკი ტერუნოფუჯიც არიან.
ივლისის ბაშოს მე-4 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 7:20-დან, ტოჩინოშინის - 11:28-დან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტერუნოფუჯი იოკუძუნა გახდება! ტოჩინოშინი მონგოლებთან ფაქტიურად უშანსოდაა და იაპონელ ოზეკებთანაც უჭირს,თუმცა პოტენციურად ყველას დამარცხება შეუძლია.
გოეიდოსთან უფრო გაუჭირდება ხვალ, და 1-5 დან ამოქაჩვა რთული იქნება.
მოუთმენლად ველოდები ხოლმე ბაშოს დაწყებას და მერე იმედები მიცეუვდება.. ეს კოტოშოგიკუ ყველამ ათრია და მაინცდამაინც ჩვენიანს უგებს ხოლმე, წინა ბაშოზეც უარყოფითი ბალანსი აჩვენა მარა ტოჩის კი მოუგო, კიტატაიკისა არ იკოს.. წინა ბაშოზე 2-13 თუ 3-12 დასვა მარა გაგამარუს მაინც მოუგო, ესე მგონია ჩვენებთან იგიჟებენ თავს თუ რა ხდება ვერ გავიგე, ჩვენები არიან ნამეტანი სუსტები? ტოჩის რომ ვუყურებ ისეთი ძალა აქვს რომ რაღაც მომენტებში ძვრას ვერ უშვრებიან, მარა ვერ იყენებს იმ ძალას.. ილეთები არ იცის, ხან ფეხია გამოსაკრავი, კაი მომენტები აქვს ხოლმე მარა ეს მარტო აწვება.. ყველამ იცის უკვე მიწოლა, ეგრე შორს ვერ წავალთ!
ეჰ კაირა ტოჩი ასეთ ფორმაში მყოფ ღიპუცასთან წაგება იქნებოდა... ეეეეჰ
ეგვიპტელს რაც შეეხება, მაგას ტრავმის გარდა სხვა "პრობლემაც" აქვს - რამადანს იცავს მკაცრად და თავისებურ დიეტაზეა და არ ვარჯიშობს (ოღონდ ეს არ ვიცი რამადანის გამოა თუ ტრავმის გამო)... წინა ბაშოზეც და ამ ბაშოზეც აბსოლუტურად უვარჯიშებელი გამოვიდა...
კაროჩე თუ ტრავმებს აიცილებს და რამადანსაც ცოტა ჩააჩოჩებს, ოსუნაარაში თავისუფლად გაქაჩავს ოძეკის დონეს
ცოტა არასერიოზული მიდგომა აქვს როგორც ჩანს და გაანიავებს ნიჭს ეგ რიგითი მეაგაშირას სტატუსით
ხვალ გოიედოსთანაც გაუჭირდება
კაი რა ტოჩI, კაი რა.
ხვალ გოიედოსთანაც გაუჭირდება
ე ბიჯო ან მოგვერდი გაუკეთე, ან გარეფეხი
არ იქნება ამის გამოსწორება რააა 
რაღაც ვერ წაადგა ცოლის მოყვანა
ისედაც არ იყო დიდად სტაბილური
მოიგო გაგამ, იმედია მიაყოლებს მოგებათა სერიას.
გაგამ მოიგო, რა ბედნიერია ერთი განახათ სახეზე
ჩვენი ღიპუცა 
ეგვიპტელი ტრავმის მიუხედავად ყოჩაღად ჭიდაობს.
წეღან ცუდად ატრიალებდა მხარს, მგონი გაიმიზეზა. ისე ბოლო დროს სულ ტრავმა აქვს მაგ უბედურს
არადა კარგი სეკიტორია.
ჰო მარა იმდენი არ ქნას რო ხანგრძლივად მოუწიოს მკურნალობა
ვინმეს ლინკი თU გაქვთ დამილინკეთ კაცურად წიანსწარ დიდი მადლობა
stripslashes((strlen('https://www.ustream.tv/combined-embed/19191738?wmode=direct&social=0&videos=gallery&videosCount=4&autoplay=true')>0?'https://www.ustream.tv/combined-embed/19191738?wmode=direct&social=0&videos=gallery&videosCount=4&autoplay=true':'https://www.ustream.tv/combined-embed/19191738?wmode=direct&social=0&videos=gallery&videosCount=4&autoplay=true'))
მიდი ტოჩI ღიპუცა არაა ფორმაში და უნდა აჯობო.
მიდი ტოჩI ღიპუცა არაა ფორმაში და უნდა აჯობო.
საერთოდ ყველაზე მძიმე პერიოდი მოიტოვა უკან და აწი უნდა აკრიფოს გამარჯვებები
3 იოკოძუნა + კისე __ ეს ის სასტავია რომლებთანაც ტოჩი ან ქრონიკულად უშანსოდაა (ან მიზერული შანსები აქ)... გაუმართლა და ამ 4-ეულიდან 1 ქულა წამოიღო...
ამათ გარდა ყველასთან კაი შანსები აქვს ტოჩის და იმედია ივარგებს...
პ.ს. ტერუ ალბათ მალე შეუერთდება იმ 4-ეულს მარა იმედია ჯერ კიდე ტოჩის ხელმისაწვდომობის ზონაშია
კი გოეიდოც მაგარ ფორმაშია, მარა ღიპუცა მაინც უნდა გააგოროს, იჩინოჯოსაც ცოტა უკლია ტოჩის ბულკად რო იქცეს, იმედია აკრიფავს
კუკურასთან და კისესთანაც შეუძლია უკეთ ბრძოლა, მაგრამ არ სჯერა თვითონ და ეგაა პრობლემა
რავი მწვრთნელმა რამენაირად თავდაჯერება უნდა მოუმატოს.
მთავარია დუხით არ დაეცეს საწყისი წარუმატებლობების გამო... ეგ ჩვეოდა ადრე და მიტო დახტუნავდა ზემოთ-ქვემოთ, მაგრამ ამ ბოლო დროს გამოასწორა და მიტომაც გავიდა წინა ბაშოზე კიდევაც კაჩიკოშზე