26 წლის მექსიკელი შემტევი ჯოვანი დოს სანტონის კარიერას “ლოს ანჯელეს გალაქსში” გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა ჯერარდის გუნდთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაშიც სანტოსი წელიწადში 5.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში დოს სანტოსმა “ვილიეარეალის” შემადგენლობაში ითამაშა, სადაც 26 მატჩში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ჯოვანი 2007 წლიდან მექსიკის ეროვნული ნაკრების წევრია.