ჭადრაკი

13:31 | 15.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

20 წლამდელთა ჩემპიონატის დებულება

მიმდინარე წლის 20-21 ივლისს ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე 20 წლამდე გოგონათა და ვაჟთა მოჭადრაკეთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ტურნირში დაიშვებიან 1995 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი გოგონები და ვაჟები. სატურნირო შესატანი 20 ლარი (სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახის წევრები სატურნირო შესატანისგან განთავისუფლებულები არიან). ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით ჩატარდება, დაითვლება ფიდეს რეიტინგი, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა უკეთესი კოეფიციენტის მქონე მოჭადრაკეს მიენიჭება. პირველ-მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. დანარჩენებისაგან განსხვავებით ჩემპიონებს სპეციალური თასი გადაეცემათ და 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების საგზურს მიიღებენ.

ტექნიკური დირექტორი - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე

მთავარი მსაჯი - საერთაშორისო არბიტრი მარგარიტა (ლელა) თანდაშვილი

0.125987