ამერიკელი გამთამაშებელი დერონ უილიამსი “დალას მავერიქსში” ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი გახდა. ამერიკული პრესის ცნობით, სახელოვანმა კალათბურთელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაშიც 10 მილიონ დოლარს მიიღებს.
უილიამსმა გასული სეზონი “ბრუკლინ ნეთსში” გაატარა და 68 მატჩში საშუალოდ 13.0 ქულას, 3.5 მოხსნას და 6.6 პასს აგროვებდა. საინტერესოა, რომ დერონი თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 38.7%-ს აგდებდა, რაც მის კარიერაში უცუდესი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია დალასელთა რიგებში ასევე სულ ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა და ამიერიდან, უილიამსის გარდა, თამაში ნბა-ს კიდევ ერთ აღიარებულ ვარსკვლავ – გერმანელ დირკ ნოვიცკისთან მოუწევს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია კარგი. კონფერენციის ფინალისთვის მაინც უნდა იბრძლოთ
) მგონი სულ ცოტათი ხმამაღალი განაცხადია მარა მაინც
)
შანსი არაა კონფერენციის ფინალისთვის იბრძოლონ ძალიან ძლიერია დასავლეთი... პლეი-ოფში გასვლა და შეიძლება პირველი რაუნდის გადალახვა შეძლონ მაქსიმუმ...
კარგი იქნება ზაზასთვის