ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში ხორვატ ემა მიკულჩიჩს 6:2, 6:1 სძლია და მერვედფინალში გააღწია, სადაც მე-7 რეიტინგის მქონე ჩეხ კატერინა ვანკოვას გაეჯიბრება.
წყვილებში შაფათავას და პოლონელ მაგდალენა ფრეჩს მე-4 განთესვა გააჩნდათ, თუმცა, ჩეხებს – მუჩოვას და სტეფკოვას ვერ გაუმკლავდნენ.
გერმანულ აშაფენბურგში 25-ათასიან ტურნირზე პირველი წრე დასძლია სოფო ქვაცაბაიამ. მან სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩს 7:5, 4:6, 7:5 სძლია და მერვედფინალში ბულგარელ ტერზისკას და გერმანელ ზანდერს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
რაც შეეხება ეკატერინე გორგოძეს, მან საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ხორვატ ტენა ლუკაშთან 1:6, 6:7 (2:7) წააგო.
წყვილებში ქართველ გოგონებს პირველი განთესვა გააჩნიათ და პირველ შეხვედრას გერმანული დუეტის (ენგელმანი-პრენკოვიჩი) წინააღმდეგ ჩაატარებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაფა მილანში წაიყვანეთ პირველივე წელს გაიყვანს გუბდს ლიგაზე.ვესთ ჰემში არ წახვიდე რაფა რამე სერიოზული გუნდი მონახე
ძაან დაჩაგრავენ იტალიელი მწვრთნელები ბენიტესს ტაქტიკურად