სხვა

22:30 | 14.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორივე დამარცხდა

ნაგოიას ბაშოს მე-3 დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა წააგო. განსაკუთრებით საინტერესო ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძის ასპარეზობა გახლდათ, რომელიც ლეგენდარული ჰაკუჰოს პირისპირ დადგა, თუმცა, მონღოლ იოკოძუნასთან უშანსოდ – ჰატაკიკომით დამარცხდა.

აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინს 1 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო ორთაბრძოლა კი კიდევ ერთ იოკოძუნა კაკურიუსთან ელის, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 1:13 მარცხდება.

სამივე გასული ორთაბრძოლა წაგებული აქვს თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც ივლისის სუპერტურნირს დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით შეხვდა. გაგამარუ აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა იოშიკაძესთან ვატაშიკომით დამარცხდა.

მე-4 საშეჯიბრო დღეს ჯუღელის პირისპირ აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ამინიშიკი დადგება. ქართველი მომავალ მეტოქეს 5-ჯერ შეხვედრია და 3 ბრძოლა წაგებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ იოკოძუნა ჰარუმაფუჯი ნაგოიას ბაშოს ტრავმის გამო გამოეთიშა, დანარჩენებს იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და კაკურიუს კი სამ-სამი მოგება გააჩნიათ და ლიდერთა შორის იმყოფებიან.

ივლისის ბაშოს მე-3 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრზოლა 6:13-დან, ტოჩინოშინის - 11:49-დან

0.121374