ფეხბურთი

21:32 | 14.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“უოტფორდი” კამერუნის ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერდა

ინგლისის პრემიერლიგაში აღზევებულმა “უოტფორდმა” კამერუნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ ალან ნიომთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებამდე ალან ნიომი “ნანსის” საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა. 2008 წელს პირველი პროფესიონალური კოტრაქტი “არლეს-ავინიონთან” გააფორმა.

2009-2015 წლებში ფეხბურთელი იტალიური “უდინეზეს” საკუთრება იყო, თუმცა მთელი პერიოდი განათხოვრების წესით “გრანადაში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ “უოტფორდის” მთავარი მწვრთნელი 50 წლის ესპანელი კიკე ფლორესია.

0.134701