ფეხბურთი

19:33 | 14.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" მეკარის პრობლემა გადაჭრა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა ფლორენციის "ფიორენტინამ" "ნაპოლის" 24 წლის მეკარე ლუიჯი სეპე დაიმატა. ამის შესახებ ფლორენციული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. სეპე მომავალ სეზონს "არტემიო ფრანკიზე" იჯარით გაატარებს, შემდგომ კი ფლორენციელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

სეპე "ფიორენტინაში" "იუვენტუსში" გასხვისებულ ბრაზილიელ კიპერ ნეტოს შეცვლის. გასული სეზონი მან ასევე იჯარით "ემპოლიში" გაატარა და ნეაპოლიტანურ გუნდს დაუბრუნდა, თუმცა პეპე რეინას "ნაპოლიში" დაბრუნების შემდეგ მისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვეღარ გამოიძებნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113605