იტალიის სერია A-ს ბინადარმა "პალერმომ" ჰოლანდიური "ეინდჰოვენის" შვედი ნახევარმცველი ოსკარ ჰილიემარკი გაიფორმა. ამის შესახებ სიცილიური გუნდის ვებგვერდი იუწყება. 23 წლის ფეხბურთელს პალერმოში დღეს წარადგენენ. სკანდინავიელმა იტალიურ გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჰილიემარკი პსვ-ში 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. გასულ სეზონში კი ერედივიზიონში 11 შეხვედრა ჩაატარა. ივნისის თვეში კი შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იმ ტურნირზე ჰილიემარკმა 5 მატჩი გამართა და ერთი გოლიც გაიტანა.