ფეხბურთი

14:55 | 14.07.2015 | ნანახია 0 - ჯერ

კასილიასს ბუფონიც გამოეხმაურა

მადრიდის "რეალიდან" იკერ კასილიასის წასვლას საფეხბურთო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლეგენდარულ ესპანელ კიპერს თანადგომა იტალიელმა ჯანლუიჯი ბუფონმა გამოუცხადა.

"შენ იყავი მადრიდის მაისურის ნამდვილი ხატი და განსაკუთრებით, შენი თამაშით გვაჩვენე, რომ ჩვენს პოზიციაზე საუკეთესო ხარ. წარმატებების გისურვებ ახალ მოგზაურობაში, მაგრამ სხვა გუნდის მაისურში შენი ნახვა უცნაური იქნება. ჰალა იკერ!" - დაწერა 37 წლის ჯიჯიმ თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ჯანლუიჯი ბუფონი და იკერ კასილიასი ბოლო წლების უდავოდ გამორჩეულ მეკარეებად მიიჩნევიან. ისე კი, ამ ორი ადამიანის მეგობრობაზე ბევრი დაწერილა და თქმულა...


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:17 | 20.08.2016
sabonis (9584)

ჩვენების თამაში რატი ჩაიშალა რუმინეთთან?

15:07 | 20.08.2016
Kala94 (6114)

მონტენეგრო მონტენეგრო ! ჩინეთის მაგივრად კიტაი დაწერეთ მაშინ და საბერძნეთის მაგივრად გრეცია !

15:39 | 20.08.2016
MatsSundin (1595)

არ ხარ მართალი ძმა, ეგ რუსულად კი არა - თვითდასახელებაა. მონტენეგრო ვერანაერად იქნება სლავური სახელი,თავადაც მიხვდები. საქართველო ჯორჯია ხო არაა?))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061635