ფეხბურთი

12:22 | 14.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტევესის ბედნიერი დღე და მარადონას მადლობა...

არგენტინის ნაკრებისა და აწ უკვე ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კარლოს ტევესი "ბოკა ხუნიორსში" ოფიციალურად ჩაირიცხა. 31 წლის ფორვარდი სამხრეთ ამერიკულმა გრანდმა წარადგინა. "აპაჩე" "ბოკაში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერია. სახშლი დავბრუნდი, დავბრუნდი "ბომბონერაზე", სადაც 13 წლის ასაკიდან ვიმყოფებოდი. "ბოკა" 20 წლისამ დავტოვე, ახლა კი 11 წლის შემდეგ ისევ აქ ვარ", - განაცხადა წარდგენისას ტევესმა.

თავის მხრივ, კარლოს ტევესს სტადიონზე თვით დიეგო მარადონა დახვდა, რომელმაც ტრიბუნებზე ბანერი გადმოფინა, რომელზეც ეწერა: "მადლობა კარლიტოს სახლში დაბრუნებისთვის".

კარლოს ტევესი "ბოკაში" 2001-2004 წლებში თამაშობდა, ბოლო ორი სეზონი კი იტალიის ჩემპიონ ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.

0.117342