ფეხბურთი

12:09 | 14.07.2015 | ნანახია 1274 - ჯერ

კაპელო დაითხოვეს

ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო უმუშევარია. 69 წლის სპეციალისტი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად დაითხოვეს. ამის შესახებ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება.

"ჩვენ მადლობას ვუხდით ფაბიო კაპელოს გაწეული სამსახურისთვის, დახმარებისთვის იმ წლების განმავლობაში, როცა აქ მუშაობდა. რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია და ფაბიო კაპელო კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტაზე შევთანხმდით", - ნათქვამია განცახადებაში.

ფაბიო კაპელო რუსეთის ეროვნულ ნაკრებს 2012 წლის 19 ივლისიდან მოყოლებული მუშაობდა და კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ ხელშეკრულება ნაადრევად გაწყდა.

კაპელოსა და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის აქამდე არაერთხელ წარმოიშვა დაპირისპირება, რაც ფინანსურ საკითხთან იყო კავშირში.

ფაბიო კაპელოს გამოცემა "სპორტ ექსპრესის" ცნობით, მოსკოვის "ცსკას" დამრიგებელი ლეონიდ სლუცკი შეცვლის, რომელმაც არმიელთა გუნდს ორ-ორჯერ ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:19 | 14.07.2015
ika_juve (1742)

არ ეშეველებათ მაგ უნიჭოებს არაფერი დაიკიდე

14:53 | 14.07.2015
RECONDITE (48)

დამთავრდა ამისი დრო და ჯობია დაისვენოს სიბერეში )

14:44 | 14.07.2015
shakooo7 (2507)

კაპელო ჯიგარი ხარ

13:09 | 14.07.2015
Buratino (3505)

მოწველა რუსის ღორები და წავიდა

12:40 | 14.07.2015
BEERTRANCE (97819)

ეგ სერიალიც მორჩა DDDDDDDDDDDDDDD

13:27 | 14.07.2015
toshihiko (1309)

გიგა რა კორექტული ხარ

13:30 | 14.07.2015
BEERTRANCE (97819)

ჰო ზრდილობაში გავივარჯიშე DDDDDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.127362