ფეხბურთი

19:08 | 13.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერმა “მანჩესტერთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

“მანჩესტერ იუნაიტედის”ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გერმანელმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა “წითელ ეშმაკებთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, ბასტიანი წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

გერმანული “ბილდის” ცნობით, მანჩესტერულ კლუბს მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირება 15 მილიონი გირვანქა დაუჯდა.

“მანჩესტერში” გადასვლასთან დაკავშირებით გერმანელმა მოკლე კომენტარი გააკეთა: “მანჩესტერი” ერთადერთი კლუბია, სადაც “ბაიერნიდან” წასვლის შემთხვევაში გადავიდოდი. მოუთმენლად ველოდები როდის დავიწყებ ლუის ვან გაალთან ერთად მუშაობას”.

30 წლის ბასტიან შვაინშტაიგერი “ბაიერნში” 2002 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა. ფეხბურთელმა გერმანულ კლუბში 342 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.

0.114634