საქართველოს საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფოთის “კოლხეთმა” 19 წლის ნახევარმცველი გოჩა კვარაცხელია დაიმატა. ამის შესახებ ფოთელთა “ფეისბუქის” ვებგვერდი იუწყება.
19 წლის შუახაზელი 2013-2014 წლების სეზონში გორის “დილა 2”-ში გამოდიოდა, ხოლო გასულ სეზონში თბილისის “იბერია 2010”-ში თამაშობდა.
აქვე გვეტყვით, რომ “კოლხეთმა”ურეკში შეკრებაზე პირველი ლიგის ოზურგეთის “მერცხალი” 6:4 დაამარცხა.
ზაზა ინაშვილის გაწვრთნილებიდან გოლები კალაჯიშვილმა, ქირიამ, ჯიშკარიანმა (2), სიჭინავამ და ციკოლიამ გაიტანეს.
“მერცხალიდან” თავი ხინთიბიძემ, შარაშენიძემ, კუხალეიშვილმა და ბურჭულაძემ გამოიჩინეს.