ესპანური პრიმერადივიზიონის “ელჩეს” მომავალ სეზონში რუბენ ბარახა გაწვრთნის.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა ერთწლიან კონტრაქტზე საკუთარი ხელმოწერა უკვე დასვა.
აქამდე ბარახას მადრიდის “ატლეტიკოში” მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ და “ვალენსის” მეორე გუნდის მწვრთნელად უმუშავია.
ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში “ელჩემ” მე-13 ადგილი დაიკავა.