ფეხბურთი

14:30 | 13.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია ბელგიის “ტუბიცეში” ითამაშებს

ფოთის “კოლხეთის” თავდამსხმელი ლევან შენგელია კარიერას ბელგიის “ტუბიცეში” გააგრძელებს.

ფოთელთა “ფეისბუქის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 19 წლის თავდამსხმელი ბელგიაში უახლოეს დღეებში გაემგზავრება და ადგილობრივ მეორე ლიგის (რანგით პირველი ლიგა) კლუბს შეუერთდება.

19 წლის შენგელია “კოლხეთში” გასული სეზონის პირველი წრის მერე ქუთაისის “ტორპედოდან” გადავიდა და ფოთურ კლუბში ჩატარებულ 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

“ტუბიცეში” მისი ტრანსფერი “კოლხეთის” სპორტული დირექტორის ლაშა ჯაკობიას დამსახურებაა.

0.138747