სხვა

14:15 | 13.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინს გამარჯვება უბრძოლველად ერგო

იოკოძუნა ჰარუმაფუჯი ნაგოიაში ახლადაწყებული ბაშოდან მოიხსნა, რამაც ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ახეირა.

70-ე დიდმა ჩემპიონმა ივლისის სუპერტურნირის სასტარტო დღეს კომუსუბი მიოგირიუს უვატენაგეთი კი სძლია, თუმცა, დოჰიოზე ხელი ჩამოარტყა, მარჯვენა იდაყვის მყესები დაიზიანა და დაახლოებით 1 თვე იძულებითი უქმობა მოუწევს.

დღეს დილით ჰარუმაფუჯის შერკინება აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშისთან უწევდა, თუმცა, ცხადია დოჰიოზე გასვლა ვერ მოახერხა და ქართველ სეკიტორსაც გამარჯვება უბრძოლველად ერგო.

ამგვარად, ტოჩინოშინის თითო მოგება-წაგება მოუგროვდა, შემდეგი შერკინება კი კიდევ ერთ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან ელის, რომელმაც მე-2 გამარჯვება აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკაიასუსთან იზეიმა. საინტერესოა, რომ ეს ორთაბრძოლა დაახლოებით 2 წუთს (!) გაგრძელდა. ცნობისთვის, ტოჩინოშინს ჰაკუჰოსთან გასული 18-ვე (!) ბრძოლა წაგებული აქვს.

ნაგოიას ბაშო, ჯერჯერობით, წარუმატებლად მიმდინარეობს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელისთვის. დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა კიოკუშუჰოსთან ჰატაკიკომით წააგო და 2 მარცხი მოუგროვდა.

გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა იოძიკაძე იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 5:7 მარცხდება.

ჰაკუჰოს დარად, 2 მოგება აქვს აქტივში იოკოძუნა კაკურიუსაც, აი, ოძეკთაგან კი, გოეიდოს და კოტოშოგიკუს მძიმე სტარტი უნდა გამოვარჩიოთ: მათ გამარჯვება ჯერაც არ მოუპოვებიათ.

ნაგოიას ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 4:10-დან

0.120977