ფეხბურთი

13:06 | 13.07.2015 | ნანახია 1292 - ჯერ

“მონაკო” ელ შაარავის ინათხოვრებს

იტალიური “მილანის” ფორვარდი სტეფან ელ შაარავი დიდი ალბათობით კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში, “მონაკოში” გააგრძელებს.

22 წლის იტალიელი, რომელმაც სერია A-ს განვლილი სეზონის 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა, უკვე მონტე-კარლოშია, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

La Gazzetta dello Sport-ი აზუსტებს, რომ ამ ეტაპზე საუბარია ერთწლიან განათხოვრებაზე, რომლის სანაცვლოდაც “მონაკო” 3 მილიონ ევროს გადაიხდის და ექნება ვალდებულება ფეხბურთელის გამოსყიდვისა. მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის თამაშებს ჩაატარებს ელ შაარავი ახალ გუნდში, ის ერთი წლის შემდეგ ამ გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება და მონაკოელები ამისათვის 13 მილიონს გადაიხდიან.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “მონაკო” სტეფანის ნათხოვრობის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს გადაიხდიდა და ერთი წლის შემდეგ მას 16 მილიონად გამოისყიდიდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065976
1292