ფეხბურთი

12:00 | 13.07.2015 | ნანახია NaN - ჯერ

იმობილე თბილისში მოდის

იმ იღბლიანებს, რომლებმაც სუპერთასის ბილეთებისთვის გამართული რამდენიმედღიანი ბრძოლა მოიგეს, 11 აგვისტოს “ბორის პაიჭაძეზე” ჩირო იმობილეს ხილვის საშუალებაც ექნებათ.

25 წლის იტალიელი თავდამსხმელი უკვე სევილიაშია და ევროპის ლიგის გამარჯვებულის, უნაი ემერის გუნდის წევრი დღეს ოფიციალურად გახდება. ესპანური გამოცემა AS-ის მტკიცებით, დორტმუნდის “ბორუსიას” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ესპანეთში სწორედ მოლაპარაკებისთვის წერტილის დასასმელად ჩავიდა.

იმობილე “რამონ სანჩეს პისხუანზე” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რაც ფორმალური ხასიათისაა და ამის შემდეგ კონტრაქტზე ხელმოწერასაც ოფიციალურად დასვამს.

0.063394