ფეხბურთი

11:30 | 13.07.2015 | ნანახია 680 - ჯერ

“ქუინზ პარკი” სტერლინგის ტრანსფერით თითქმის 10 მილიონს მიიღებს

“ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველის, რაჰიმ სტერლინგის სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაში, “ქუინზ პარკ რეინჯერსი” სერიოზულ მოგებას ნახავს.

საქმე ისაა, რომ 15 წლის ასაკში რაჰიმი “ლივერპულის” აკადემიაში სწორედ ლონდონური კლუბიდან გადავიდა და მასში მერსისაიდელებმა 500 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. მაგრამ იმავე პერიოდში შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვის შემთხვევაში, “ქუინზ პარკ რეინჯერსი” ტრანსფერის ღირებულების 20 პროცენტს მიიღებდა.

ახლა სტერლინგი 20 წლისაა, ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრია, “ლივერპულში” თამაში აღარ სურს და “მანჩესტერ სიტი” მის შეძენას 49 მილიონად გეგმავს, საიდანაც 9,8 მილიონი მის აღმზრდელ კლუბს ერგება. გავრცელებული ცნობით, “ქალაქელები” “ლივერპულს” 44 მილიონს ხელზე აძლევენ და კიდევ 5 მილიონს იმ შემთხვევაში დაამტებენ, თუ სტერლინგი მათ რიგებში გარკვეული რაოდენობის თამაშებს ჩაატარებს.

0.07742
680