ჩოგბურთი

1:03 | 13.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ 100-ათასიანი ტურნირი მოიგო

ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და ჩერნოგორიელმა დანკა კოვინიჩმა, რომელთაც ფრანგული კონტექსვილის 100-ათასიან ტურნირზე პირველი განთესვა გააჩნდათ, ჩემპიონობა არავის დაუთმეს.

კალაშნიკოვამ და კოვინიჩმა პირველ რაუნდში დაისვენეს, მეოთხედფინალში ბელგიელ ბოევს და სამხრეთაფრიკელ სემონსს 6:4, 6:3 სძლიეს, ნახევარფინალში სლოვაკი ჰუსაროვა და ჩეხი სმიტკოვა 6:3, 6:2 დაამარცხეს, ფიანლში კი ფრანგული დუეტიც (რამიალსონი-სიბილე) დაჯაბნეს – 2:6, 6:3, 10:6.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვას წყვილთა რეიტინგში 85-ე ადგილი უკავია, ამ წარმატების წყალობით, კი შესამჩნევი წინსვლა ელის.

0.119541