როგორც “სტოკ სიტის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება მარკ ჰიუზის გუნდში ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გლენ ჯონსონი ითამაშებს. 30 წლის მცველსა და კლუბს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
“ვესტ ჰემის”, “მილუოლის”, “ჩელსისა” და “პორტსმუნთის” ყოფილი მოთამაშე 2009 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე “ლივერპულში” თამაშობდა. 2012 წელს მერსისაიდულ კლუბთან ერთად ინგლისის ლიგის თასი მოიგო.
შეგახსენებთ გასული სეზონის პრემიერლიგაში “სტოკ სიტი” მე-9 ადგილზე გავიდა.