ჭადრაკი

16:15 | 12.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაიჭაძემ მე-3 ადგილი დაიკავა

“ბათუმის მერიის თასის” გამარჯვებული უკრაინელი ოლექსანდრ ბორტნიკი (2550) გახდა, რომელმაც 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა, მე-2 ადგილზე სომეხი ჰოვიკ აირაპეტიანი (2444) გავიდა, მესამეზე კი – ქართველი ლუკა პაიჭაძე (2566).

ამ უკანასკნელთ 6.0-6.0 ქულა მოაგროვეს, ისევე, როგორც ალექსანდერ ზუბოვმა (უკრაინა, 2615), ვუგარ რასულოვმა (აზერბაიჯანი, 2504), დავით ბენიძემ (საქართველო, 2465), არტავაზ აირაპეტიანმა (2289) და შაჰინ ლორპარიზანგენემ (ირანი, 2427), თუმცა, ჰოვიკ აირაპეტიანმა და პაიჭაძემ კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს.

ცნობისთვის, ბოლო ტურში ბენიძე ზუბოვს დაუზავდა, პაიჭაძე – ლორპარიზანგენეს, ხოლო ბორტნიკმა სომეხ არმან მიკაელიანს (2436) სძლია და პირველობაც გაიფორმა.

0.116585