ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა საფრანგეთის ქალაქ კონტრექსვილში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის წყვილთა ფინალში ითამაშებს.
პირველ ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამ და ჩერნოგორიელმა დანკა კოვინიჩმა ნახევარფინალში სლოვაკ ჯანეტ ჰუსაროვას და ჩეხ ტერეზა სმიტკოვას 6:3, 6:2 სძლიეს და ტიტულისთვის ფრანგებს – ირინა რამიალსონს და კონსტანს სიბილს გაეჯიბრებიან.