ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რონალდინიო გაუჩო სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “ფლუმინენსეში” გააგრძელებს. სამხრეთამერიკული კლუბის ინფორმაციით, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ბოლომდე გააფორმა და ახალ გუნდში შემტევი 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
რონალდინიო მექსიკურ “კერეტაროსთან” კონტრაქტი გასულ თვეში გაწყვიტა. ევროპული მედია მას თურქულ “ანთალიასპორს” უკვავშირებდა, თუმცა ფეხბურთელმა ბრაზილიაში დაბრუნება არჩია.
რონალდინიოს კარიერის განმავლობაში “გრემიოს” პსჟ-ს, “ბარსელონას”, “მილანის”, “ფლამენგოს”, “ატლეტიკო მინეიროს” და “კერეტაროს” ღირსება დაუცვია. 1998 წლიდან მოყოლებული “ბლაუგრანას” ერთ-ერთმა ლეგენდარულმა მოთამაშემ 706 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 279 გოლი და 166 საგოლე გადაცემა შეასრულა.