“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “ტორინოს” ყოფილი მცველმა მატეო დარმიანმა “წითელ ეშმაკებთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისურმა გუნდმა ფეხბურთელი უკვე წარადგინა.
დარმიანმა “ტორინოს” მაისურით 2011 წლიდან მოყოლებული 146 მატჩი ჩაატარა და თავი 5-ჯერ გამოიჩინა. იტალიის ეროვნულ ნაკრებში მატეომ 13 შეხვედრა ჩაატარა და 2014 წლის მუნდიალზე მონაწილეობა მიიღო.