ფეხბურთი

10:52 | 12.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იკერი “პორტუში” იასპარეზებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილიასი მომდევნო სეზონში კარიერას “პორტუს” რიგებში გააგრძელებს. “სამეფო გუნდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და გუნდის ერთ-ერთი ლეგენდარული მოთამაშე პორტუგალიაში იასპარეზებს.

აღნიშნულ ინფორმაციას დღეს თავად გოლკიპერი “სანტიაგო ბერნაბეუს” საპრესკონერენციო დარბაზში გაავრცელებს.

კასილიასმა მადრიდს “რეალის” მაისურით 1999 წლიდან დღემდე 725 მატჩი ჩაატარა. გუნდთან ერთად ესპანელმა ლა ლიგა 5-ჯერ, ესპანეთი სამეფო თასი 2-ჯერ, სუპერთასი 4-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ, უეფას სუპერთასი 2-ჯერ და ფიფას საკლუბო მსოფლიო თასი ერთხელ მოიგო.

0.133134