ფეხბურთი

22:27 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეჰრამი პრემიერლიგაში იასპარეზებს

“უოტფორდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “ჰამბურგის” ყოფილი ნახევარმცველი ვალონ ბეჰრამი კარიერას ინგლისურ კლუბში გააგრძელებს. ფეხბურთელი პრემიერლიგაში დაწინაურებულ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ნახევარმცველს ჰამბურგელებთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებდა. რა ოდენობის თანხა გადაიხადა”უოტფორდმა” შვეიცარიელის სანაცვლოდ უცნობია. გასულ სეზონში ვალონმა 23 მატჩი ჩაატარა და თავი ვერაფრით გამოიჩინა.

0.110054