ფეხბურთი

19:11 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ასტონ ვილამ” გუიეში 9 მილიონი გადაიხადა

“ასტონ ვილას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სენეგალის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “ლილის” ყოფილი ფეხბურთელი 25 წლის იდრისა გუიე ინგლისურ გუნდში გადაბარგდა.

აფრიკელმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბირმინგემელებმა ფრანგებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 9 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.

გასულ სეზონში იდრისამ ფრანგული გუნდის რიგებში 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი 5.5-დან 7.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.126912