რაგბი

18:58 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი ლელო ბელგიისთვის

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პირის მესამე, დასკვნითი ეტაპის მეორე შეხვედრაში ბელგიას ხუთი ლელო გაუტანა და 27:5 დაამარცხა. ექსეტერში მიმდინარე ტურნირის პირველ მატჩში ქართველები რუსეთთან 7:17 დამარცხდნენ, მაგრამ ამ მოგებით ხვალისათვის თასის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

გამარჯვება კარგია, მაგრამ ორი რამ, რაც ქართულ 7-კაცას აკლია, ახლაც ნათლად გამოჩნდა. პირველი, ეს ფიზმომზადებაა და გუნდს პრაქტიკულად ყველა ტაიმის მიწურულს უჭირს და მეორე - დისციპლინა: განვლილ ორ შეხვედრაში კახა ალანიას შეგირდები ძალიან ბევრჯერ დაჯარიმდნენ. კონკრეტულად ბელგიასთან მატჩში ქართველები 7-ჯერ დაჯარიმდნენ, ბელგიელები კი, არცერთხელ.

და მაინც, მთავარი საბოლოო შედეგია და აქ ყველაფერი რიგზეა. თამაში ქართველებმა ძალიან კარგად დაიწყეს. პირველი ბურთი ზურაბ ძნელაძემ აიღო და დავით ლოსაბერიძეს ოფლოუდი გაუხერხა, მან მეტოქის ჩათვლის მოედნამდე მანძილი 10 მეტრამდე შეამცირა და გადაცემა დააგვიანა, მაგრამ მცველებთან ჭიდილში კარგად დადგა, იერიში მარცხენა ფრთაზე გაიშალა და ლელოში იოსებ კიკვაძე შევიდა. ბახვა კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შეხვედრა რომ განახლდა პრესინგით და აგრესიული დაცვით ქართველებმა ბელგიელებს ბურთი დაათმობინეს და ორი პასის შემდეგ ლოსაბერიძემ ანგარიში 12:0 გახადა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო.

ტაიმის ბოლოს ფიზიკურმა მზადყოფნამ რომ იჩინა თავი, ბურთზე კონტროლი მეტოქემ დაამყარა, ხაზიც იოლად გაჭრა და ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ ზედ შესვენების წინ ბელგიელს ბურთი წინ დაუვარდა და ტაიმი 12:5 დასრულდა.

მეორე ტაიმი ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც გიორგი შკინინი მცველს გაექცა, ბურთი ფეხით მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შეგზავნა, ბელგიელმა მცველმა ლევან გოგოლაშვილთან ბრძოლაში მისი დამორჩილება ვერ მოახერხა და “ჩორტიკამ” ის ბელგიელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა. თამაში რომ განახლდა გოგოლაშვილმა საუცხოოდ ითამაშა, ერთი მეტრის რადიუსში ცრუმოძრაობებით სამ მცველს აუბნია თავგზა და ინდივიდუალური ლელო გაიტანა. გარდასახვები არაზუსტი იყო - 22:5. დარჩენილ სამ წუთში ბელგიამ ვერაფერი მოახერხა, მერე საკუთარი 22-იდან შეტევის წამოწყების მცდელობისას შეცდა, შერკინებიდან კვლავ საქართველომ შეუტია და იერიში ირაკლი გეგენავამ ლელოთი დაასრულა.

27:5 და თბილისის დროით 21 საათზე საქართველოს ნაკრები უელსს ეთამაშება,

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ექსეტერში: 1. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), 2. ნიკო აფციაური (ყოჩები, ბოლნისი), 3. ანზორ სიჭინავა (აკადემია, თბილისი), 4. ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), 5. შავლეგ მახარაშვილი (ყოჩრბი, ბოლნისი), 6. ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი), 7. გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), 8. ბახვა კობახიძე (ბათუმი, ბათუმი), 9. მეთიუ ჯანი (ოქსფორდი, ინგლისი), 10. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი, ბათუმი), 11. დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), 12. იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

2015 წლის ევროპის გრან პრი. მესამე ეტაპი

ექსეტერი (ინგლისი). 11-12 ივლისი

ა ჯგუფი

11 ივლისი

საფრანგეთი - რუმინეთი 38:5

გერმანია - პორტუგალია 28:5

საფრანგეთი - პორტუგალია 38:5

გერმანია - რუმინეთი 45:0

საფრანგეთი - გერმანია

პორტუგალია - რუმინეთი

გერმანია 2 2 0 0 73:5 6
საფრანგეთი 2 2 0 0 76:10 6
პორტუგალია 2 0 0 2 10:66 2
რუმინეთი 2 0 0 2 5:83 2

ბ ჯგუფი

11 ივლისი

ინგლისი - იტალია 17:5

ესპანეთი - ლიტვა 21:12

ესპანეთი - იტალია

ინგლისი - ლიტვა

იტალია - ლიტვა

ესპანეთი - ინგლისი

ინგლისი 1 1 0 0 17:5 3
ესპანეთი 1 1 0 0 21:12 3
ლიტვა 1 0 0 1 12:21 1
იტალია 1 0 0 1 5:17 1

გ ჯგუფი

11 ივლისი

ბელგია - უელსი 10:19

რუსეთი - საქართველო 17:7

ბელგია - საქართველო 5:27

რუსეთი - უელსი 26:5

ბელგია - რუსეთი

საქართველო - უელსი (21:00 საათი)

რუსეთი 2 2 0 0 43:12 6
საქართველო 2 1 0 1 34:22 4
უელსი 2 1 0 1 24:36 4
ბელგია 2 0 0 2 15:46 2

12 ივლისი. პლეი ოფები

ევროპის გრან პრი 2015. სართო ცხრილი

გუნდი I ეტაპი II ეტაპი III ეტაპი ჯამი

საფრანგეთი 20 20 - 40

ესპანეთი 16 18 - 34

რუსეთი 18 10 - 28

ინგლისი 14 12 - 26

გერმანია 10 14 - 24

პორტუგალია 12 8 - 20

ბელგია 3 16 - 19

უელსი 8 2 - 10

ლიტვა 6 3 - 9

საქართველო4 4 - 8

იტალია 2 6 - 8

რუმინეთი 1 1 - 2

0.113983