ამირან სანაია საფეხბურთო კლუბ “პარიზის” შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 2-ში (რანგით პირველი ლიგა) ითამაშებს.
25 წლის მცველი “პარიზში” შარშან გადავიდა და პირველ გუნდში ნაციონალ ლიგაში (მე-2 ლიგა) 3 მატჩი ჩაატარა, ხოლო მეორე გუნდში – 8.
სეზონის დასრულების შემდეგ, ის “პარიზში” დარჩა და ამჟამად, მოსამზადებელ პერიოდს გადის.
“პარიზმა” ამხანაგური თამაში ინგლისის ჩემპიონშიპის წარმომადგენელ “ვულვზთან” ჩაატარა და 0:1 დამარცხდა. ქართველი მარცხენა მცველი თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო.
სანაია საფრანგეთში 2010-2011 წლების სეზონიდან გამოდის და “პარიზის” გარდა, “ბასტიასა” და “ლუზენაკში” უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
დედა ეს რა გავიგე,ღამე აღარ დამეძინება