ფეხბურთი

15:21 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალია - გფრ 3:1 (VIDEO)
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ფინალი.

ესპანეთის მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი: გფრ-იტალია 1:3. გოლები პაოლო როსიმ, მარკო ტარდელიმ, ალესანდრო ალტობელიმ (იტალია) და პაულ ბრაიტნერმა (გერმანია) გაიტანეს. პირველ ტაიმში ანტონიო კაბრინიმ პენალტი ვერ გამოიყენა. მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” მატჩს 90 ათასი მაყურებელი დაესწრო.

იტალია (ნაკრებს ენცო ბეარზოტი წვრთნიდა): ძოფი, ჯენტილე, ბერგომი, კოლოვატი, შირეა, კაბრინი, ორიალი, ტარდელი, კონტი, გრაციანი (ალტობელი, კაუზიო), როსი.

გფრ (ნაკრებს იუპ დერვალი წვრთნიდა): შუმახერი, კალცი, შტილიკე, კარლ-ჰაინც ფიორსტერი, ბერნდ ფიორსტერი, დრემლერი (ჰრუბეში), ბრაიტნერი, რუმენიგე (მიულერი), ბრიგელი, ლიტბარსკი, ფიშერი. შეხვედრას ბრაზილიელი არბიტრი კოელიო სჯიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099618