გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის საფეხბურთო სეგუნდა ლიგის “ფეირენსესთან” კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ “ფეირენსეს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
25 წლის მეკარე “ფეირენსეში” შარშან კვიპროსის “დოქსადან” გადავიდა და პორტუგალიურ კლუბში 19 მატჩი ჩაატარა.
კარიერის განმავლობაში მას ხსენებული გუნდების გარდა თბილისის “დინამოსა” და საფრანგეთის “ლე მანში” უთამაშია.
მაკარიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი ჩაუტარებია.