ფეხბურთი

13:17 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა “დანდი იუნაიტედს” გაუტანა

არნემის “ვიტესმა”, რომელშიც გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოდიან, ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ამხანაგური მატჩი შოტლანდიის “დანდი იუნაიტედთან” ჩაატარა და 4:0 გაიმარჯვა.

ქართველმა ლეგიონერებმა მეორე ტაიმი ჩაატარეს და ყაზაიშვილმა მატჩში წერტილი დასვა. კერძოდ, მან შოტლანდიელების კარი 64-ე წუთზე აიღო.

გასულ სეზონში “ვიტესმა” უეფას ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა და ხსენებულ ტურნირში მე-3 ეტაპიდან ჩაერთვება.

0.121024