ფეხბურთი

13:02 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი: “სიტყვები არ მყოფნის” 

თბილისის “დინამოს” შემტევმა ალექსანდრე იაშვილმა ინტერნეტპორტალ apasport.az_თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასთან” საპასუხო მატჩში ქართულმა გუნდმა ზეწოლას ვერ გაუძლო.

- ისე ჩანდა, რომ გაბალაში ფრესთვის ჩახვედით...

- ვერ ვიტყვი, რომ ფრეზე ვთამაშობდით. ჩვენი მთავარი ამოცანა გოლის არგაშვება იყო. თუმცა, მატჩის მიწურულს მეტოქის ზეწოლას ვერ გაუძელით. ძალიან გულდაწყვეტილები ვართ და ამიტომ, სიტყვებიც არ მყოფნის.

- ასეთ დასასრულს არ ელოდით?

- გაბალაში წასაგებად არ ჩავსულვართ. ადრეც ვთქვი, რომ “დინამოს” მიზანი ამ ეტაპის გავლაა. თუმცა, საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე ეს შანსი ხელიდან გავუშვით. შევეცადეთ ჩვენი თამაში გვეჩვენებინა და დაცვაში არ “ჩავკეტილვართ”.

- შეიძლება ითქვას, რომ წითელმა ბარათმა მატჩის ბედი გადაწყვიტა?

- რა თქმა უნდა, მატჩში გარდატეხა წითელი ბარათის შემდეგ მოხდა, რადგან უმცირესობაში თამაში ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, როგორც თბილისში, ასევე, გაბალაში კაცნაკლული დავრჩით. თამაშს ისედაც მეტოქე აკონტროლობდა და მას მერე რაც ათნი დავრჩით, ზეწოლა უფრო გაიზარდა.

- ძალიან დამწუხრებული გამოიყურებით და ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემაც არ გსურთ. მარცხმა ასე დაგამწუხრათ?

- ჩვენ არა მხოლოდ წავაგეთ, არამედ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით.

- მატჩის ბოლომდე რატომ არ ითამაშეთ?

- მთავარმა მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა. შეცვლებზე პასუხისმგებელი ისაა. ამასთან გვერდიდან უკეთ ჩანს. მან შეცვლა საჭიროდ ჩათვალა და ეს გააკეთა.

- “გაბალას” თამაშზე რას იტყვით?

- ჩემი გუნდის თამაშზე უფრო მეტს ვფიქრობდი. ვიცოდით, რომ “გაბალა” გამარჯვებაზე ითამაშებდა. მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობდი, რადგან მათ წინააღმდეგ “ინტერში” მითამაშია. ჩვენც გამარჯვებისთვის ვიბრძოდით.

0.119191