ფეხბურთი

12:22 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერის ერა “ბაიერნში” დასრულდა

პოპულარული ინგლისური და გერმანული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის “ბაიერნში” ბასტიან შვაინშტაიგერის ერა დასრულდა. ვან გაალის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას “რეკორდმაისტერის” კარლ-ჰაინც რუმენიგემ ბასტიანის ინგლისურ გრანდში გადასვლა უარყო, გამოცემები საპირისპიროს ამტკიცებენ. “ბაიერნი” უკვე თანახმაა შვაინშტაიგერი გაყიდოს. კლუბებს შორის მოლაპარაკების დასრულებას დღეს ელოდებიან.

“ბილდის” ინფორმაციით, “იუნაიტედი” “ბაიერნს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის. თავად ფეხბურთელის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ გერმანელი დიდი ალბათობით ლუის ვან გაალის გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142902