ინგლისის ჩემპიონმა ლონდონის "ჩელსიმ" 22 წლის ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი იჯარით "სტოკ სიტიში" გაასხვისა. ჰოლანდიელი ფეხბურთელი "სტოკში" მომდევნო ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს.
"ჩელსის" ვან გინკელი გასულ სეზონში იტალიურ "მილანში" ჰყავდა განათხოვრებული, რომლის რიგებშიც მან 18 ჩატარებულ მატჩში ერთი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელი "არისტოკრატებმა" ჰოლანდიური "ვიტესიდან" 2013 წელს შეიძინეს, თუმცა ლონდონელთა რიგებში პრემიერლიგაში მხოლოდ 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული.