ფეხბურთი

20:37 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

არდა: მესი საუკეთესოა, ინიესტა იდეალური"

კატალონიის "ბარსელონამ" თურქი ახალწვეული არდა თურანი ოფიციალურად წარადგინა. 28 წლის ფეხურთელმა "ბარსას" მოთამაშის რანგში პირველი ოფიციალური კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, ამ მაისურით მისთვის საამაყოა. არდა მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ იდეალად ანდრეს ინიესტა მიაჩნია.

"მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. "ბარსელონა" უბრალოდ კლუბზე გაცილებით მეტია, ყოველთვის მომწონდა ეს გუნდი და მისი ხელმძღვანელობა. ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ როცა "ბარსა" დამიკავშირდა, იქ ყველა სხვა დანარჩენი გუნდის ინტერესი დაიბლოკა. ეს მაისური განსაკუთრებულია და მისი ტარება ჩემთვის სამაყოა".

არდა თავს ჩავის შემცვლელად არ მიიჩნევს:

"ჩვენ განსხვავებული სტილის მოთამაშეები ვართ. იგი ერთადერთია და მას ვერავინ შეცვლის. მე აქ სამუშაოდ და გუნდის დასახმარებლად მოვედი", - ამბობს არდა.

"ატლეტიკოს" ყოფილ ნახევარცმველს მესი საუკეთესოდ მიაჩნია, თუმცა...

"როდესაც "ატლეტიკოში" ვთამაშობდი ყოველთვის ვამბობდი, რომ მესი საუკეთესოა, მაგრამ ანდრეს ინიესტა ჩემი იდეალია. ჩემი ამბიციაა მოვიგო ყველა შესაძლო ტიტული", - თქვა თურქმა ფეხბურთელმა.

არდა თურანი "ბარსელონას" მაისურით თამაშს იანვრამდე ვერ შეძლებს. ამასთან დაკავშირებით მასზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, 6 თვით "ბარსელონამ" სათამაშო პაქტიკის მიღების მიზნით იჯარით გაასხვისოს.

"იჯარით სხვაგან წასვლა არ მინდა. მირჩევნია, გუნდს ამ პერიოდშიც დავეხმარო", - განაცხადა მან.

"ბარსელონას" არდა თურანის შეძენა 34 მილიონი ევრო დაუჯდა.

0.112045