უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირზე კაცთა შორის პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ATP-ის ლიდერმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნახევარფინალურ მატჩში ფრანგი რიშარ გასკე ადვილად, სამ სეტში დაამარცხა (7-6, 6-4, 6-4). გასკემ ნოვაკს ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია. ჯოკოვიჩს მეტოქის დასამარცხებლად ორი საათი და 21 წუთი დასჭირდა.
ჯოკოვიჩი ფინალში მასპინძელ ენდი მიურეისა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს შორის გამარჯვებულს დაუპირპისპირდება. ამ უკანაკსლნელს აქამდე უიმბლდონი 7-ჯერ აქვს მოგებული.