“კლივლენდ კავალიერსის” მსუბუქმა ფორვარდმა 30 წლის ლებრონ ჯეიმსმა გუნდთან ახალ, 2-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ჯეიმსი აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით 46.9 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ლებრონი “კლივლენდს” 2014 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით ერთწლიანი კონტრაქტით შეუერთდა. “მეფე” განვლილ სეზონში გუნდთან ერთად ფინალშიც გავიდა, სადაც “გოლდენ სტეიტთან” სერია 2:4 წააგო. ჯეიმსი 2014-15 წლების სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 30.1 ქულას, 11.3 მოხსნას და 8.5 პასს აკეთებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახალახალ სირთულეებს ქმნიან დალასის შეფები ზაზას საწინააღმდეგოდ,იმდენად არ აქვთ სურვილი დააფასონ ჩვენი კაპიტნის ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონი,რომ სულ შემაჯავრებენ ამ გუნდს თუ ზაზას წყალში ჩაუყარეს ამდენი მშვენივრად ჩატარებული თამაში დალასის სასარგებლოდ.ასეა ეს.