ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” 32 წლის ბრაზილიელ მსროლელს, ლეონადრო ბარბოსას კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბარბოსა ახალი კონტრაქტის მიხედვით, 2.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ლეანდრო განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 7.1 ქულას, 1.4 მოხსნას და 1.5 პასს აგროვებდა.