“ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ინდიანადან” 29 წლის ცენტრი როი ჰიბერტი დაიმატა, სანაცვლოდ კი ინდიანაპოლისლებმა დრაფტის მეორე პიკის არჩევის უფლება მიიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას “ლეიკერსის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
2015-16 წლების სეზონში ჰიბერტი 15.5 მილიონ დოლარს მიიღებს. განვლილ სეზონში ჰიბერტი საშუალოდ ერთ მატჩში 10.6 ქულას, 7.1 მოხსნას და 1.6 ბლოკს აგროვებდა.
როი “ინდიანას” ღირსებას 2008 წლიდან იცავდა.