ფეხბურთი

14:58 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგორჩუკი: “საქართველოს დროშის დაწვის ფაქტს ვგმობ”

თბილისის “დინამოს” დამარცხების შემდეგ “გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა პრესკონფერენცია გამართა.

“კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების თამაშით. პირველი მატჩის შემდეგ სწორი დასკვნები გამოვიტანეთ, თამაშის სურათიდან გამომდინარე კი ლოგიკური გამარჯვება მოვიპოვეთ. “გაბალა” გამარჯვებას იმსახურებდა. ძალიან რთული და დაძაბული მატჩი იყო. ამდროს აუცილებელია კარგი ფსიქოლოგიური მომზადება, მატჩის მიწურულს გატანილი გოლიც ამის შედეგია.

უკრაინელმა მწვრთნელმა საქართველოს დროშის დაწვის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

“ამგვარი ფაქტები მიუღებელია, ეს პროვოკაციული საქციელია და აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. საქართველოს დროშის დაწვის ფაქტს ვგმობ”, – განაცხადა გრიგორჩუკმა.

0.12086