უეფას გადაწყვეტილებით “გაბალასა” და “დინამოს” საპასუხო მატჩის ოქმში ცვლილება შევიდა. თავდაპირველად, პირველი გოლის ავტორად სერგეი ზენჟოვი ფიგურირებდა, თუმცა მატჩის შემდგომ უეფამ ოქმში ცვლილება შეიტანა და პირველი გოლის ავტორად არა სერგეი ზენჟოვი, არამედ ასიფ მამადოვი დააფიქსირა.
შეგახსენებთ, “გაბალასა” და “დინამოს” მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 2:0 დასრულდა. პირველი გოლი მამადოვის მიერ 88-ე წუთზე გავიდა, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი უკრაინელმა ალექსეი ანტონოვმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.