ფეხბურთი

0:58 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მექსეს ხელფასი მნიშვნელოვნად შეუმცირდა

იტალიური “მილანის” ფრანგი ცენტრალური მცველი ფილიპ მექსე, კლუბში დარჩენის მიზნით ანაზღაურების მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა. 33 წლის ფეხბურთელმა “მილანთან” ახალ, ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

Corriere della Sera-მ შეთანხმების ფინანსური დეტალებიც დაადგინა და გაირკვა, რომ თუკი აქამდე “სან-სიროზე” ყოფნის სანაცვლოდ მექსე წელიწადში 4 მილიონ ევროს იღებდა, ახლა მისი ანაზღაურება 1,5 მილიონამდე შემცირდა.

იტალიის სერია A-ს გასული სეზონის 20 მატჩში ფრანგმა 2 გოლი გაიტანა.

0.132988