“მინესოტა ტიმბერვულვზმა” ევროლიგის 2014-15 წლის სეზონის MVP 27 წლის სერბი ნემანია ბიელიცა დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას yahoo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კალათბურთელმა “მგლებთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ბიელიცა 11.7 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში ნემანია თურქული “ფენერბახჩეს” ღირსებას იცავდა, სადაც ის ევროლიგის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე გახდა. ბიელიცამ ევროლიგაში 29 მატჩი ჩაატრა, სადაც საშუალოდ ერთ მატჩში 12.1 ქულას, 8.5 მოხსნას და 1.9 პასს აკეთებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეთი დაბალი დონეა ევროპაში ?
მვპ 11.7ს იღებს 3 წელში 


მემგონი ეყოფა მინესოტას ,უკვე დროა დადოს შედეგი 2-3 წელია უძლიერესი ახალგაზრდებით ძლიერდება წელს თუ ნორმალურად მოიქცევიან პლეიოფი უნდა დადონ
მინესოტასგან კაი ხანია შედეგს ველოდები მარა არ დადგა ამ გუნდის საშველი რა
