თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ “გაბალასთან” მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მცირე კომენტარი გააკეთა.
- “ძნელია ორი მატჩი ჩაატარო ათი კაცის ამარა, გვქონდა შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, “გაბალას” ვულოცავ გამარჯვებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას”.
- მსაჯებზე არასოდეს საუბრობთ. ფრანგმა მსაჯმა საკმაოდ ცუდად იმსაჯა. არც ამჯერად გააკეთებთ კომენტარს?
- მსაჯებზე კომენტარს არასოდეს ვაკეთებ პრესაში” – დაასრულა გეგუჩაძემ.
შეგახსენებთ, “გაბალასა” და “დინამოს” მატჩი მასპინძელთა გამარჯვებთ 2:0 დასრულდა. “დინამომ” ნაადრევად დაასრულა ევროსეზონი.
დიმა შარიქაძე, სპეციალურად worldsport.ge-სთვის გაბალადან