ფეხბურთი

23:34 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის „დინამო“ ევროპას გაბალაში დაემშვიდობა

მატჩის დიდი ნაწილი მასპინძელთა უპირატესობით განვითარდა. პირველ ტაიმში აზერბაიჯანული გუნდის ფეხბურთელები განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგიდან ავითარებდნენ შეტევებს, თუმცა იყო მომენტები, როდესაც მარცხენა ფლანგზე გადადიოდნენ და ცენტრსაც ეუფლებოდნენ.

ბრაზილიელ მცველ რენე ფერეირას გუნდთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია, რაც საწყის წუთებში აშკარად ეტყობოდა, თუმცა მატჩის საერთო სურათიდან გამომდინარე “დინამოს” დაცვით ხაზში ბურჯის როლს ასრულებდა.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. ბურთის ფლობის უპირატესობა კვლავ მასპინძელთა მხარეს იყო. ამან “გაბალას” შედეგი დასკვნით ნაწილში მოუტანა, დინამოელებმა საკუთარ კარში ორი გოლი მიიღეს, რაშიც დიდი როლი მსაჯის მიერ თოთაძისთვის ნაჩვენებმა წითელმა ბარათმა შეასრულა.

გია გეგუჩაძის გუნდისგან უკეთესი თამაში იყო მოსალოდნელი. ქართველ ფეხბურთელებს ძალიან უჭირდათ მეტოქის ნახევარზე გადასვლა, გააზრებული შეტევების განვითარება.

მასპინძელთა ქომაგები მთელი მატჩის განმავლობაში გულმხურვალედ ქომაგობდნენ აზერბაიჯანულ კლუბს. “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ასეთი ვითარება დიდი გამოცდილების მომტანია, ბევრ მათგანს ასეთ დაძაბულ მატჩში იშვიათად მიუღია მონაწილეობა ან სულაც პირველად ითამაშა, თუმცა ეს ფაქტი ვერ იქნება სანუგეშო...

სამწუხაროდ სამივე ქართველი კლუბი გამოეთიშა ასპარეზობას. ეროვნული ჩემპიონატის დაბალმა დონემ, ჩემპიონატის 16 გუნდამდე გაზრდამ და მრავალმა სხვა ფაქტორმა საერთაშორისო არენაზე ლოგიკური შედეგი მოიტანა.

გაბალა – დინამო (თბილისი) 2:0 (0:0) (ორი მატჩის ჯამში 3:2) VIDEO

9 ივლისი. გაბალა. ცენტრალური სტადიონი

გაბალა: ბეზოტოსნი, ვერნიდუბი, რიკარდინიო, სადიგოვი (81, მამედოვი), აბასოვი (86, დაშდემიროვი), სანტოსი, ფლორესკუ (77, დოდო), ჰუსეინოვი (კ), გაი, ჟენოვი, ანტონოვი

მთავარი მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი

დინამო: ჰრდლიჩკა, თოთაძე, ჭელიძე, ტვილიდიანი (84, ჯანელიძე), რენე, ცინცაძე, იაშვილი (61, კიტეიშვილი), პაპუნაშვილი, ქვილითაია (74, გურული), ჯიღაური, ჭანტურიშვილი

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 1:0 ზენჟოვი (88), 2:0 ანტონოვი (90+3)

გაფრთხილება: ვერნიდუბი (37), ფლორესკუ (48), ჰუსეინოვი (53)

გაძევება: თოთაძე (71)

მსაჯი: ამორი დელერიუ (საფრანგეთი)

მატჩის ვრცელ მიმოხილვას უახლოეს საათებში იხილავთ

დიმა შარიქაძე, სპეციალურად worldsport.ge-სთვის გაბალადან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.186668